კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა

ნახვები: 524 თეონა აქუბარდია - დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა

10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მედიაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული“.

„10 დღის მანძილზე, ივანიშვილის „შავრაზმელები“ უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და როდესაც ეს შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყარისთვის, ივანიშვილმა უკვე სიკვდილის ბრიგადები გამოგზავნა, რომელიც უპირისპირდება მოქალაქეებს ისევე, როგორც სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. გუშინდელი ფაქტი პირველი არ არის. შეგახსენებთ, გურამ როგავას წინააღმდეგ პოლიციელის მხრიდან ასევე გამიზნული თავდასხმა მოხდა, რომელიც ბეწვზე გადარჩა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული. ამიტომ, ნებისმიერი მათი განცხადება არის სიყალბე და ეს არის გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მიუხედავად მშვიდობის შესახებ მათი ყალბი განცხადებისა. დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა. თბილისის ქუჩები გადაცემულია სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომელსაც დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი მართავს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი შექმნილი ქაოსიდან არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ოთხივე პოლიტიკური ძალა ისევე, როგორც ქართველი ხალხი ერთად ვითხოვთ“,- განაცხადა აქუბარდიამ.

მისი განმარტებით, მთავარი მოთხოვნა არის ასევე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება.

„ახლა მთავარი აქცენტი არის სანქციებზე ივანიშვილის რეჟიმის და მისი მოძალადეების მისამართით. ქართველი ხალხის ბრძოლის იმ სამართლიან პრინციპზე დაბრუნებით, რაც არის დემოკრატიული და ევროპული მომავალი“,-განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა