კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ვერ გაექცევიან

ნახვები: 710 ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ვერ გაექცევიან

ივანიშვილი და მისი ე.წ. ხელისუფლება, დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს, სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სავიზო სანქციების შემდეგ, აუცილებლად იქნება ფინანსური სანქციები და შეეხებათ არაღიარებულ თანამდებობის პირებს.

„აშშ-მა გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არის გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად იქნება სანქცირებული. შესაბამისად, ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან და დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა