კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მარგუს ცაჰკნა - საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს

ნახვები: 731 მარგუს ცაჰკნა - საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს

მოუთმენლად ველი საგარეო საქმეთა საბჭოს - საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მოუთმენლად ველი საგარეო საქმეთა პირველ საბჭოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ კაია კალასთან ერთად. ბევრი გვაქვს სასაუბრო. უნდა ვაიძულოთ რუსეთი შეცვალოს თავისი კურსი. ჩვენ გვაქვს სახსრები. მათი უკრაინაში გაგზავნა დიდი ხანია დაგვიანებულია.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა