ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს - შეუძლია ევროპას იმის მიღება, რომ მათ ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იტყუება იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციებზე?

ნახვები: 744 სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს - შეუძლია ევროპას იმის მიღება, რომ მათ ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იტყუება იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციებზე?

შეუძლია ევროპას იმის მიღება, რომ მათ ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იტყუება იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციებზე? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„როგორ შეუძლია ევროპას მოქმედება? უპირველეს ყოვლისა - პოლიტიკური მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს [მეცოლას] შეხსენებისთვის, რომ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონეებიდან, ვინაიდან ქართველებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტონი არ არიან, რომ “მხარს გიჭერ”.

ეს არის, რაც გააკეთეს ევროპარლამენტარებმა თბილისში ჩამოსვლით, ეს იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი მესიჯი, მაგრამ მეტი გვჭირდება. მეტი ვიზიტი გვჭირდება საქართველოში, მაგრამ ვიზიტები, რომლებიც პატივს სცემენ “ჩვეული ბიზნესი არა” პრინციპს, ვინაიდან როგორც იცით და ეს გამოცდილი გაქვთ რუსეთთან, ასეთი ვიზიტები შესაძლოა ძალიან კარგად იქნას მანიპულირებული, ვინაიდან პროპაგანდაში ისინი ეჭვის გარეშე საუკეთესოები არიან. ასე რომ, ეს ვიზიტები საზოგადოებასთან ურთიერთობების მხრივ უნდა იყოს ზუსტად კონტროლირებული, ასე ვიტყოდი, რათა სხვა შედეგისთვის არ იქნან გამოყენებული.

უნდა ვებრძოლოთ ტყუილებსა და დეზინფორმაციას. ამას თვეების განმავლობაში ვამბობთ თუ მეტი არა. შეუძლია ევროპას მიიღოს, რომ “ომის პარტიას” ეძახიან? შეუძლია ევროპას მიიღოს, რომ ზოგიერთ მის ელჩს ქვეყანაში შეურაცხყოფას აყენებენ? შეუძლია ევროპას იმის მიღება და საქართველოს მთავრობისთვის უფლება მიცემა, რომ ევროპისკენ სიარული დაიბრალოს? შეუძლიათ ევროპელებს იმის მიღება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იტყუება იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციებზე?” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა