კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კაია კალასი - საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს

ნახვები: 665 კაია კალასი - საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს

საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი X-ზე წერს.

კაია კალასის განცხადებით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერების გარდა, ასევე განიხილება დამატებითი ზომები.

„საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს. დღეს მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ - შემოგვაქვს წინადადება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ასევე დამატებით ზომებს განვიხილავთ“, - წერს კაია კალასი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა