Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ჯო უილსონი - საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის

ნახვები: 736 ჯო უილსონი - საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს.

„სიტყვა „megobari“ ქართულ ენაზე „მეგობარს“ ნიშნავს და ეს კანონპროექტი აშშ-სა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას ასახავს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს თავისუფლებას ძირი გამოუთხაროს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ. ეს კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს არჩევანის საშუალებას აძლევს: მიატოვონ ივანიშვილი, რომელსაც დიქტატორობა სურს ან სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ. საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის“, - აცხადებს ჯო უილსონი.

შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.

ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადების თანახმად, „MEGOBARI აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს და კორუფციაში ჩართული პირები და საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე პასუხისმგებელი პირები დასანქცირდებიან. უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება. მოითხოვს სრულ მოხსენებას საქართველოში რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ სადაზვერვო აქტივების შესახებ და საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ თანამშრომლობის შესახებ.

„ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი, („MEGOBARI აქტი“) აშშ-ის წამყვანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს დაუპირისპირდეს ივანიშვილის რეჟიმის მცდელობებს, საქართველო ირანის რეჟიმისკენ, „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და რუსეთისკენ ჩაითრიოს. კანონპროექტი სრულად არის შეთანხმებული წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის, „დემოკრატ“ და „რესპუბლიკელ“ ლიდერებს შორის და მოსალოდნელია, რომ მისი განხილვა სწრაფად მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „MEGOBARI აქტი“ „უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას“.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ ოქტომბრის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ შოკისმომგვრელი გამარჯვება მოჰყვა, ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. არალეგიტიმურმა პარლამენტმა არალეგიტიმური მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მასობრივ საპროტესტო აქციებს წინ მიუძღვის და მხარს უჭერს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა