კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა კიმ ჩენ ინს თავისი ხალხი გადასცეს

ნახვები: 655 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა კიმ ჩენ ინს თავისი ხალხი გადასცეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გაცვლის ფარგლებში, ისინი სამშობლოში დააბრუნოს.

„ჩრდილოეთ კორეელი პირველი დატყვევებული ჯარისკაცების გარდა, უდავოდ იქნებიან სხვებიც. დროის საკითხია, სანამ ჩვენი ბიჭები შეძლებენ მეტის ხელში ჩაგდებას. უკრაინა მზადაა გადასცეს თავისი ხალხი კიმ ჩენ ინს, თუ მას რუსეთის ტყვეობაში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებში მათი გაცვლის ორგანიზება შეუძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე უარის ნიშნად თავს აქნევს, როდესაც ეკითხებიან, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს უთხრეს, რომ ის უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა. მან ასევე თქვა, რომ სურდა უკრაინაში დარჩენა და ცხოვრება, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ მოიქცევა, როგორც ეტყვიან. "თუ უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდება. თუ მიეცემა საშუალება აქ დარჩეს, დარჩება", - აღნიშნა თარჯიმანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც არ სურთ დაბრუნება, შეიძლება არსებობდეს სხვა გზებიც. კერძოდ, იმ კორეელებს, რომლებიც გამოხატავენ მშვიდობასთან დაახლოების სურვილს ამ ომის შესახებ სიმართლის კორეულად გავრცელებით, მიეცემათ ასეთი შესაძლებლობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა