კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისრაელის ელჩი - არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, სანამ ყველა არ დაბრუნდება

ნახვები: 618 ისრაელის ელჩი - არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, სანამ ყველა არ დაბრუნდება

რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.

“რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა რომ დაბრუნდით.

როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს - ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.

ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით - სანამ ყველა არ დაბრუნდება”, - წერს ელჩი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, დღეს „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ისრაელის ინფორმაციით, სამი მძევალი უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა