პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

უკრაინაში დღეს თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 362 უკრაინაში დღეს თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება-ალეკო ელისაშვილი

უკრაინაში, რეალურად, დღეს, თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება - იარსებებს თავისუფალი სამყარო, ან 21- ე საუკუნის სახედაბოტოქსებული თემურ ლენგი მიითვისებს ყველაფერს და გადაყლაპავს მთელ ევროპას, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმედია, ევროპის ლიდერები ხვდებიან, რომ პუტინი არც დონეცსა და ლუგანკსზე გაჩერდება.

„პუტინი არ გაჩერდა სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე, ყირიმზე და საერთო ჯამში არც უკრაინაზე გაჩერდება. ვიდრე ევროპის ყველა დედაქალაქს არ მიიერთებს და თავის უშნო, სამფეროვან დროშას ყველგან არ წამოჭიმავს, მას ვერაფერი გააჩერებს. ახლა გადამწყვეტი მოქმედებების დროა. თუ ახლა ევროპისა და ამერიკის ლიდერები არ იმოქმედებენ ძალიან გადამწყვეტად და ეფექტურად, მაშინ მიწებით და ხალხის სისხლით გაუმაძღარ პუტინს ვერავინ გააჩერებს. ჩვენ სრულად სოლიდარულები უნდა ვიყოთ უკრაინელების, რადგან მათ თავს ის ხდება, რაც 2008 წელს ჩვენ განვიცადეთ და უფრო მანამდე 90-იან წლებში. ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დაიწყებენ ტერიტორიის შეღობვას. მათი გადმოსახედით, დონეცკის ოლქში შედის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, არის სახმელეთო გზაზე ყირიმსა და დანარჩენ დონეცკის ტერიტორიას შორის. ეცდებიან მარიუპოლი აიღონ, იქ იქნება გადამწყვეტი, გაუწევენ თუ არა წინააღმდეგობას უკრაინული არმია, თუ თვალს დახუჭავენ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახლა მოქმედების დროა.

„ვნახოთ, აქვთ თუ არა მართლაც ფასეულობები და ღირებულებები ევროპის ლიდერებს. უკრაინის შემდეგ ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის ჯერი იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სცენარის განვითარებისგან, მაგრამ სანამ ჩვენ ღმერთს ვევედრებით, პუტინი და მისი სამხედრო ელიტა ზუსტად ასეთ სცენარზე მუშაობენ. სანამ სხვები ვერ წარმოვიდგენთ, რომ ეს პროცესები ასე შეიძლება განვითარდეს, საზღვრები შეცვალო და სუვერენულ სახელმწიფოებს თავს დაესხა, მაშინ პუტინი ასე მოქმედებს, მას აქვს ზუსტი გეგმები სახელმწიფოები როგორ დაანგრიოს. ჩვენ სრულად სოლიდარულები უნდა ვიყოთ უკრაინის მიმართ, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილები, შევხედოთ როგორ იქცევა ზელენსკი შესაშურად თავდაჯერებულად, ფრთხილად, პრინციპულად და როგორ არ ცანცარებს. პირიქით ცდილობს, ზედმეტი ფრაზებით და მოქმედებით პროვოცირება არ მოახდინოს საფრთხის, მაგრამ ვნახეთ, თავის სათქმელს როგორც ახლის ყველას, ახლაც გამოვიდა და თქვა - დავინახავთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ აშინებს რუსეთს სიტყვებით. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები და სოლიდარულები. ჩვენგან ზედმეტი არც სიცანცარეა საჭირო და არც სიბეჩავე, ეს ზღვარი უნდა გვეჭიროს ზუსტად ისე, როგორც უჭირავს არაჩვეულებრივად ზელენსკის", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა