ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
შს მინისტრი - ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი
Ukraine’s air defenses neutralize 718 Russian aerial threats, including seven missiles
War update: 183 clashes on front lines over past day
Around 50 Russian drones, five missiles detected over Volyn region overnight
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,050 over past day
US Senate will soon approve tough sanctions against Russia, China, India – Graham

ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი კუჭუაშვილs 4 წელი, დავით კოლდარს კი 2 წელი და 3 თვე მიესაჯათ

04.02.2025 ნახვები: 500

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. მან კუჭუაშვილს 4 წლით, ხოლო კოლდარს 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კუჭუაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და გარკვეულ ქმედებას ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ ის პოლიციელს თავს არ დასხმია. ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ბრალდებულმა ნახევრად ცარიელი „პლასტმასის“ ბოთლი, რომელიც ძირს ეგდო, აიღო და ისროლა, რომელიც გდდ-ს თანამშრომელს სახეში მოხვდა, დაზარალებულის ჩვენებით, მან აღნიშნული ქმედებით დაზიანება მიიღო და ეტკინა.

დავით კოლდარი და გიორგი კუჭუაშვილი 12 მაისს დააკავეს.

კოლდარს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. კერძოდ კი, საპატრულო ეკიპაჟის მანქანის დაზიანებას. ის წარდგენილ ბრალდებას სრულად აღიარებს.

კუჭუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა