პაველ ჰერჩინსკი - რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი მიიღო
ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს
გარემოს ეროვნული სააგენტო - 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს
ემანუელ მაკრონი - ვზრდით ზეწოლას რუსეთზე
სებ - ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა, იგი არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ - თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

საია - ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია არაეფექტიანი გამოძიებით

04.02.2025 ნახვები: 519

დღეს საქართველოს პარლამენტთან, პოლიცია თავს დაესხა მოქალაქეებს, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს - მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, აქციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებს სისტემურად მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, არ გაშუქდეს აქციები, ან/და მათი ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები.

„დღეს, 4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტთან, სადაც მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, პოლიცია თავს დაესხა მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის" ჟურნალისტს, ნათია ლევერაშვილს და ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებს. თავს დაესხნენ ასევე NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციის წარმომადგენლები არ ცდილობდნენ სავალი გზის დაკავებას, არამედ პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ ტროტუარზე, რის შემდეგაც მათ თავს დაესხნენ პოლიციელები, იძალადეს ფიზიკურად და, გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ორი ადამიანი.

აქციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებს სისტემურად მიზანმიმართულად ესხმიან თავს, ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, არ გაშუქდეს აქციები, ან/და მათი ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები.

მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა