Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს სახელწოდებით: „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“
აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავს დაარტყა, დაიღუპა 2 ადამიანი
არჩილ იაკობაშვილი: სურსათზე მაღალი ფასნამატს მიზეზეი - რუსეთზე დამოკიდებულება
გგიორგი ვაშაძე - რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია
გიორგი ვაშაძე - ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა წარმატებით მოახერხა აშშ-თან თანამშრომლობა გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციის შენარჩუნებით

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ეს (პუტინთან მოლაპარაკებები) იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ, მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს, ჩვენ ამაზე წავალთ

05.02.2025 ნახვები: 653

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა სამშვიდობო სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელესკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პიერ მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე როგორ იგრძნობს თავს, სამშვიდობო სამიტის დროს პუტინის პირისპირ ჯდომა რომ მოუწიოს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მშვიდობის მისაღწევად ამისთვის მზადაა.

"თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს და არ დავკარგოთ ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ, მიუხედავად იმისა, რას ვგრძნობ მის მიმართ. მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი. მე მას მტრად ვთვლი და ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა უკვე მზად არის "დიპლომატიურ გზაზე გადასასვლელად".

„თუ ხალხს სჯერა, რომ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ და მე მჯერა, რომ მზად ვართ, მაშინ პუტინს დაველაპარაკებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა