კაია კალასი - “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება
რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს
დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
Shmyhal resigns as Ukraine's PM
ლევან ხაბეიშვილი - კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ
თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და კაია კალასს - სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა

მარკო რუბიო - ვაგრძელებ საგარეო დახმარების მხარდაჭერას, მაგრამ ის არსებობს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წასაწევად

05.02.2025 ნახვები: 488

დიდი ხანია მხარს ვუჭერდი საგარეო დახმარებას, ვაგრძელებ საგარეო დახმარების მხარდაჭერას, მაგრამ ის არსებობს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წასაწევად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კოსტა-რიკის პრეზიდენტ, როდრიგო ჩავესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არის პროგრამები, რომლებიც მუშაობს, რაც არის საგარეო დახმარება, "რომელიც უნდა გავწიოთ" და არსებობს პროგრამები, რომლებზეც კითხვები არსებობს, ისინი უნდა გაუქმდეს. ამასთან, მისივე განცხადებით, არის პროგრამები, რომლებიც უკეთ უნდა შეისწავლონ.

“ჩვენ გავყინეთ საგარეო დახმარება, რათა შეგვეძლოს გადავხედოთ პროგრამებს. გამონაკლისი არსებობს. დღეს, აქ, ჩვენ გავეცით გამონაკლისები იმ პროგრამებისთვის, რომლებიც ამერიკას უფრო უსაფრთხოს, უფრო ძლიერს ხდის, ვინაიდან, პროგრამები, რომლებისთვისაც გამონაკლისები გავაკეთეთ, ეხმარებიან ჩვენს სანდო პარტნიორებს, შეაჩერონ ნარკოტიკებისა და ტერორისტების აშშ-ში შემოსვლა.

შევქმენი ფართო გამონაკლისები, რომელიც ამბობს, რომ თუ არის სიცოცხლის გადარჩენის პროგრამები - თუ აწვდიან საკვებს, წამლებს ან არჩენენ სიცოცხლეს და არის დაუყონებლივი ან სასწრაფო რეაგირების, მათზე გაყინვა არ ვრცელდება. არ მესმის, უფრო ცხადად როგორ ვთქვათ. თუ რომელიმე ორგანიზაცია იღებს აშშ-სგან დაფინანსებას და არ იცის როგორ შეიტანოს გამონაკლისზე განაცხადი, მაშინ რეალური კითხვები მიჩნდება ამ ორგანიზაციის კომპეტენციაზე ან კითხვა მიჩნდება, სპეციალურად ხომ არ ახდენენ საბოტაჟს პოლიტიკური განაცხადისთვის.

მინდა გავიმეორო, რაც ვთქვით, დიდი ხანია მხარს ვუჭერდი საგარეო დახმარებას, ვაგრძელებ საგარეო დახმარების მხარდაჭერას, მაგრამ საგარეო დახმარება ქველმოქმედება არაა. ის არსებობს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წასაწევად. ყოველი დოლარი, რომელსაც ჩვენ დავხარჯავთ, სანამ მე ვარ სახელმწიფო მდივანი და სანამ პრეზიდენტი ტრამპია თეთრ სახლში, იქნება დოლარი, რომელიც წინ წაწევს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

და ამას ხედავთ დღეს აქ. ეს არის პროგრამები, რომლებიც მუშაობს, ეს არის საგარეო დახმარება, რომელიც უნდა გავწიოთ. არსებობს პროგრამები, რომლებზეც კითხვები გვაქვს, რომლებიც წინ არ წევს [აშშ-ის] ინტერესებს და ისინი უნდა გაუქმდეს. და არის [პროგრამები], რომლებიც უკეთ უნდა შევისწავლოთ. თუმცა გვაქვს დიდი გამონაკლისები და ისინი ერთი კვირაა არსებობს”, - განაცხადა რუბიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა