მიხეილ ყაველაშვილი - ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე
რუსთავში მანქანა აფთიაქში შევარდა
ზელენსკი ტრამპს ესაუბრა
წარმატება გზაშია - მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
Frontline update: 148 clashes in past day, nearly third in Pokrovsk sector
Sybiha on Russian massive attack after Putin spoke with Trump: Kremlin does it on purpose

დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რითაც ირანზე “მაქსიმალური ზეწოლის” კამპანია აღადგინა

05.02.2025 ნახვები: 511

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ირანზე “მაქსიმალური ზეწოლის” კამპანია აღადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის “მერყეობდა” ბრძანების მოწერაზე და “არ გაუხარდა ამის გაკეთება” და აღნიშნა, რომ მისი ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება ძალიან მკაცრია ირანის მიმართ.

“იმედია, ძალიან ხშირად არ დაგვჭირდება მისი გამოყენება”, - განაცხადა ტრამპმა.

კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს “მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა” განახორციელოს ირანზე სანქციების სერიის მეშვეობით, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში ვიზიტს დაემთხვა, აღნიშნავს Fox News-ი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა