კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საია - „ქართული ოცნება“ პროტესტის უფლების ბევრ ასპექტს სამართალდარღვევად აცხადებს

ნახვები: 460 საია - „ქართული ოცნება“ პროტესტის უფლების ბევრ ასპექტს სამართალდარღვევად აცხადებს

„ქართული ოცნება“ პროტესტის უფლების ბევრ ასპექტს სამართალდარღვევად აცხადებს - ცვლილებების მიზანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაშია აღნიშნული.

ამასთან, ორგანიზაციის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება და აღნიშნულია, რომ ეს კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა და ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია.

„შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები კოდექსში ასევე დაჩქარებული წესით შევიდა 2024 წლის დეკემბერში.5 აღნიშნულ ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს“, - ნათქვამია შეფასებაში.

შეფასება სრულად იხილეთ აქ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა