კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ნახვები: 549 რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მოულოდნელი არ ყოფილა.

 

უცხოური ვალუტის ნაკადების კიდევ ერთხელ ილუსტრაციისა და შედარებისთვის, თიბისი კაპიტალი ძირითად წყაროებს (2023 წლის მე-4 კვარტლიდან 2024 წლის მე-3 კვარტლის ჩათვლით): საქონლის იმპორტი ($14.7 მლრდ); საქონლის ექსპორტი ($8.3 მლრდ); ტურიზმიდან შემოსავლები მიგრაციის გარეშე (დაახლ. $4.0 მლრდ); მიგრაციის ეფექტი (დაახლ. $1.1 მლრდ); უცხოეთში მოგზაურობა ($490 მლნ); წმინდა ფულადი ტრანსფერები ($4.0 მლრდ); წმინდა დივიდენდები უცხოური ინვესტიციიდან ($1.1 მლრდ); წმინდა რეინვესტიცია უცხოური ინვესტიციიდან ($1.0 მლრდ); წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეინვესტიციის გარეშე (-$147 მლნ); წმინდა პორტფელური ინვესტიციები, სესხები და სხვა ინვესტიციები სექტორულად: მთავრობა ($309 მლნ), კერძო სექტორი ($192 მლნ), კომერციული ბანკები (-$133 მლნ).

 

რომელია ყველაზე მგრძნობიარე აღნიშნული ნაკადებიდან? ტურიზმიდან შემოსავლები, დაახლ. 45%-იანი იმპორტის კომპონენტის ჩათვლით; მოთხოვნა ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე, რომელიც საქართველოში თითქმის მთლიანად იმპორტულია; და, აგრეთვე, ინვესტიციები. უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, მათ შორის, თებერვლის ჩათვლით, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის მხრივ, თუმცა არა - ლარზე. გარდა ამისა, თებერვლის საწყისი დღეების მდგომარეობით, ტურიზმის შემოსავლებში გარკვეული აღდგენა იკვეთება, გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა კი დაბალ ნიშნულზე რჩება.

 

ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ე.წ. „კარგი დროის ბუფერი“, რომელიც, თიბისი კაპიტალის შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია და დეპოზიტების დოლარიზაციისა და კრედიტის ლარიზაციის ზრდიდან მომდინარეობს. შესაბამისი ნაშთები, დეკემბრის მდგომარეობით, მოცულობითია და ასე გამოიყურება: ლარის სესხები - $12.6 მლრდ (დოლარის ეკვივალენტი), უცხოური ვალუტის სესხები - $9.6 მლრდ, ლარის დეპოზიტები - $9.8 მლრდ და უცხოური ვალუტის დეპოზიტები - $10.9 მლრდ. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში დეპოზიტების მნიშვნელოვანი დამატებითი კონვერტაციები არ იკვეთება, სესხების მხრივ, კი უცხოური ვალუტის დაკრედიტება გააქტიურებულია, რაც ლარისთვის პოზიტიურია.

 

ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის კონტექსტში, მომატებული გაურკვევლობის ფონზე, თიბისი კაპიტალის რეკომენდაცია კვლავ დივერსიფიკაცია და საშუალო-გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთებაა, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად, თუ ყოველთვის არა, მნიშვნელოვანი დანაკარგები მოსდევს.

 

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას გაეცანით ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა