კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჯაფარიძე - რაც კი ბერკეტები აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებს, უნდა გამოიყენონ, რათა საქართველოს არჩევანი განხორციელდეს

ნახვები: 507 ზურაბ ჯაფარიძე - რაც კი ბერკეტები აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებს, უნდა გამოიყენონ, რათა საქართველოს არჩევანი განხორციელდეს

რაც კი ბერკეტები აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებს, უნდა გამოიყენონ, რათა საქართველოს არჩევანი განხორციელდეს - ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ მისი მომავალი ევროპაა და არა რუსეთი , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ევროპარლამენტში, ევროპელ დეპუტატებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ქართველები ქუჩაში გავიდნენ და ევროკავშირში სათანადო ადგილს ითხოვენ, მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალს კი არა, მთლიანად კავკასიის ბედს უკავშირდება.

„ქართველი ერი ევროპას განიხილავს, როგორც თავის სახლს. ახლანდელმა მთავრობამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიიტაცა და ცდილობს, ქვეყანას გადაახვევინოს თავისი ევროპული გზიდან. მასობრივად გავიდნენ ქართველები ქუჩაში და მოითხოვენ თავისუფლებას, დემოკრატიას და სათანადო ადგილს ევროკავშირში. აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალზე. ეს არის მთლიანად კავკასიის ბედი. შავი ზღვა ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობთ, თუ ევროპა დაგვიდგა გვერდით არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, რათა პასუხი ვაგებინოთ დე ფაქტო მთავრობას... ერთადერთი სხვაობა ბელარუსსა და საქართველოს შორის ის არის, რომ ხალხი ქუჩაში გადის და ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ რაც კი ბერკეტები აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებს, უნდა გამოიყენონ, რათა საქართველოს არჩევანი განხორციელდეს. ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ მისი მომავალი ევროპაა და არა რუსეთი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა