კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი - უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული

ნახვები: 511 ემანუელ მაკრონი - უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული

საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ. ჩვენ გვსურს ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობა უკრაინაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელში პარიზში გამართული ე.წ. მეორე საგანგებო სამიტის შემდეგ გაავრცელა.

„მე კიდევ ერთხელ მქონდა ხანგრძლივი საუბარი ევროკავშირელ რამდენიმე კოლეგასთან, ასევე კოლეგებთან კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ. გვსურს გრძელვადიან და მტკიცე მშვიდობას უკრაინაში“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი. ვიზიარებთ მიზანს, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი - ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიულ ომს, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია გრძელდება“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევის მიზნით ძალისხმევა შემდეგი პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება :

„უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული. მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები. უნდა მოხდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროპელების შეშფოთების გათვალისწინება“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს მომავალში მოხდება.

„დარწმუნებულები ვართ ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების და შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობაში. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს დღეებში და კვირებში“, - წერს მაკრონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა