კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა

ნახვები: 534 „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.

კერძოდ, კანონპროექტს H.R. 243, რომელიც მიზნად ისახავს “აეკრძალოს შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილის ან ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს” და რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” - კიდევ ერთ თანაავტორად (თანასპონსორად) კონგრესმენი ჯიმი პანეტა (დემოკრატიული პარტია) შეემატა.

ცნობისთვის, “ქართული კოშმარის” არაღიარების აქტი კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - 9 იანვარს იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ.

ამ მომენტისთვის კანონპროექტს 6 თანაავტორი ჰყავს: დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა, და რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა