თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ

ნახვები: 476 დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ

ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ის მალე მოხდება, თუ ის მალე არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტმა ტრამპმა ჰკითხა, უჭერს თუ არა ის მხარს ნატოს მე-5 მუხლს და ფიქრობს თუ არა, რომ ის შესაძლოა ამოქმედდეს, თუ ევროპელი მშვიდობისმყოფელები უკრაინაში განლაგდებიან.

“მხარს ვუჭერ [ნატოს მე-5 მუხლს], არა მგონია, რომ მის ასამოქმედებლად რაიმე მიზეზი გვექნება. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული მშვიდობა გვექნება და ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ის მალე მოხდება.

თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს. და ჩვენ ის ორი მიზეზის გამო გვსურს. პირველი - ადამიანურ დონეზე მინდა - მინდა, რომ ჯარისკაცებს აღარ ესროლონ, ვინაიდან დიდწილად ეს ჯარისკაცებს მოსდით, ქალაქები განადგურდა. და არ მინდა მილიარდობით, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის გადახდა უაზრო ომში, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ეს არც პრემიერ-მინისტრს [სტარმერს] სურს და არც არავის,” - განაცხადა ტრამპმა.

სხვა ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ტრამპს, აპირებს თუ არა ის 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მისთვის ბოდიშის მოხდას “დიქტატორის” დაძახებისთვის.

“ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება ხვალ, ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს. დიდი პატივისცემა გვაქვს. დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ. ბევრი [სამხედრო] აღჭურვილობა და ბევრი ფული მივეცით მათ და მათ ძალიან მამაცად იბრძოლეს, რაც არ უნდა იფიქროთ. ნამდვილად იბრძოლეს. ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ეს აღჭურვილობა და ისინი ძალიან მამაცები არიან ამ მხრივ" , - განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა