ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სამართლიანობას-რატი იონათამიშვილი

ნახვები: 368 ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სამართლიანობას-რატი იონათამიშვილი

აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორებთან, ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სამართლიანობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის თავდასხმა დამოუკიდებელ სამყაროზე. როგორც რატი იონათამიშვილი ამბობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის თავდასხმა დამოუკიდებელ სამყაროზე და საერთაშორისო სამართლიანობაზე. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაუყოვნებლივ აუცილებელია კონკრეტული, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რთა ეს კონფლიქტი შეჩერდეს და რუსეთის აგრესია იყოს შეჩერებული.

ჩვენ გვაქვს აქტიური და ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სამართლიანობას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და თანამეგობრობასთან რომ, ერთად შევძლოთ ამ ესკალაციის განმუხტვა.

ჩვენ განუწყვეტელი კომუნიკაცია გვაქვს როგორც ერთმანეთთან, ასევე თითოეული ჩვენგანი ვიყენებთ აბსოლუტურად ყველა საკომუნიკაციო არხს იმისათვის, რომ უკრაინის მხარდაჭერა იყოს აქტიური. საერთაშორისო თანამეგობრობა, უკრაინელი მეგობრები აფასებენ ჩვენს მხარდაჭერას და ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პროვოკაციული საკითხების ძებნა მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა