ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიისთვის არასასურველი პირების სიაში შევიყვანო
„სადგურის მოედანზე“ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა
მზია ამაღლოვბელი - ირაკლი დგებუაძე ჩემსკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა რომ უნდა დაერტყა
სალომე ზურაბიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე - ქვეყანაში უკვე სრული განუკითხაობა სუფევს
მზია ამაღლობელი - დგებუაძემ „დაიგინა“, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა
რიკარდ იოზვიაკი - ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი
სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაზროთ, რომ ბაჩიაშვილის ადგილზე შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ!

დონალდ ტუსკი - 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ რუსეთიდან სიგნალები არადამაკმაყოფილებელია

13.03.2025 ნახვები: 330

30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ რუსეთიდან სიგნალები არადამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, საიდუმლოებით მოცულია. სიმართლე რომ ვთქვათ, არავინ იცის, მიიღებს თუ არა რუსეთი წინადადებას, თუ ისეთი პირობების წამოყენებას გააგრძელებს, რომლებიც სხვა პარტნიორებისთვის მიუღებელია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულებას შესაძლებელს გახდის.

„კარგია, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეჭვგარეშეა არა მხოლოდ ის, თუ ვინ არის აგრესორი, არამედ ის, თუ ვის სურს ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა და ვის სურს ომის გაგრძელება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა