თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
Ukraine needs new weapons investment, drones as priority
Germany supports Ukraine’s NATO membership – Zelensky
გიორგი გახარიას პარტია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის
რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს
გოჩა მირცხულავა: კობახიძე მემკვიდრედ ბიძინას უნდა თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, კობახიძეს მიაჩნია, უკვე საკუთარი თავი მემკვიდრედ
1-3 ივლისს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
საგამოძიებო კომისია თანახმაა, გიორგი გახარია 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხოს

თინა, დავითულიანის პირით მოსულ დირექტივას არ მოაწერო ხელი, რას ნიშნავს სალაპარაკო არაფერია?- ზუკა ნემსაძე

13.03.2025 ნახვები: 414

"Tina Berdzenishvili ახლა მაინც გამოაჩინე, შენი საზმაუს “დასავლური სტანდარტით” მართვის წესები და ბექა დავითულიანის პირით მოსულ დირექტივას არ მოაწერო ხელი. სტუდენტები ხვალ ეთერს ელოდებიან, რას ნიშნავს სტატუსი აღუდგათ და სალაპარაკო არაფერია?! სალაპარაკო იმაზე მეტია ვიდრე ეს თქვენ გგონიათ!", -ამის შესაზებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე წერს. 

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საბჭოს სხდომაზე რაც მოხდა - ეს დეტალურად უნდა მოყვეთ პროფესორებო! გარდა სტატუსის შეჩერებისა, სხვა საკითხები რაც განხილული იქნა და რაზეც ვერ შეთანხმდით გამოდით და მოყევით სანამ დროა.

ბექა დავითულიანის პირით, დღეს პარტიული ოფისიდან, პირი მოუსინჯეს, ჰოპ და პირველი არხის დაპირებული ეთერი, რომ გავაუქმოთო რა მოხდებაო? ბექა დავითულიანი ჯერ კიდევ თეა წულუკიანის წასვლის შემდეგ მინისტრობისთვის ემზადებოდა მაგრამ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდა”, დღეს კი თავის გამოდება გადაწყვიტა და პარტიაში ყველა დაარწმუნა რომ ამ საქმეს მოაგვარებდა!

ვერ მოაგვარებს მეგობრებო, რადგან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა  და ის სტუდენტები მზად არიან ღიად ისაუბრონ იმ დამცირებაზე, ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რასაც ამ უნივერსიტეტის კედლებში 3 თვეზე მეტი იტანდნენ.

საბჭოს სხდომის ყველა დეტალი უნდა გახდეს საჯარო, რა პოზიცია აქვს ე.წ. კულტურის სამინისტროს, ჩემთვის ძალიან საინტერესოა!

და, ბოლოს არ ვემხრობი პროფესორ-მასწაბლებლებისგან უნივერსიტეტის დატოვებას იმ ხალხის გამო, რომელთაც სტუდენტები არ უყვართ, პირიქით უნდა დარჩეთ იქ, ერთადერთი ნათელი წერტილი ამ სტუდენტებისთვის თქვენ ხართ.

Tina Berdzenishvili ახლა მაინც გამოაჩინე, შენი საზმაუს “დასავლური სტანდარტით” მართვის წესები და ბექა დავითულიანის პირით მოსულ დირექტივას არ მოაწერო ხელი. სტუდენტები ხვალ ეთერს ელოდებიან, რას ნიშნავს სტატუსი აღუდგათ და სალაპარაკო არაფერია?! სალაპარაკო იმაზე მეტია ვიდრე ეს თქვენ გგონიათ!

პროფესორებო, ბოლოშიც დავწერ მოყევით ყველაფერი რაც საბჭოს სხდომაზე მოხდა", -წერს ზუკა ნემსაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა