ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნახვები: 500 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ლუკა შენგელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე.

პროცესზე ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა აღნიშნა, 16 მარტს, ლუკა შენგელიამ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც უალტერნატივოდ იმსახურებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ასევე, არსებობს ვარაუდი მტკიცებულების განადგურების, მიმალვის ან შემდეგში კვლავ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. პროკურორის განმარტებით, გიორგი ახალაიასა და ლუკა შენგელიას შორის თავდაპირველად მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მისი თქმით, ამ დროს შენგელიამ ამოიღო დანა, რომელიც გიორგი ახალაიას მუცლის არეში ჩაარტყა, შედეგად ახალაია კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პროკურორის განმარტებით, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მიყენებული ჭრილობით დაზიანდა ღვიძლი, რის შედეგადაც გიორგი ახალაიას გარდაცვალება დადგა. პროკურორის თქმით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

“თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ დაარტყა ლუკა შენგელიამ გიორგი ახალაიას დანა…

ბრალდებულმა გამოავლინა უკიდურესად დაუნდობელი, აგრესიული ხასიათი, როდესაც ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში გარდაცვლილს. ეს მიანიშნებს შემდეგს - საშიშროებაა იმისა, რომ გაგრძელდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. ამის აღსაკვეთად კი საჭიროა მისი უპირობო იზოლაცია- პატიმრობა” , - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს. მისი თქმით, ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, რომ ბრალდებული პირი ხელს შეუშლის გამოძიებას ან მიიმალება. ადვოკატის თქმით, არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე, ამიტომ სასამართლოს 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებით მიმართა.

“ის თავად გამოცხადდა პოლიციაში, დაუკავშირდა ისნის პოლუციის უფროსს და თავად ჩაბარდა პოლიციას. ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ამბობს, რომ კონფლიქტი მას არ დაუწყია. ის ზრდის თავის ორ მცირეწლოვან ძმას, შესაბამისად დადებითად ხასიათდება ეს ადამიანი. ემზადებოდა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ამაში ამოყო თავი”, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ.

“ინციდენტი რაც მოხდა, მე იქიდან გავიქეცი იმ მიზნით, რომ დავმალულიყავი. უბრალოდ შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი… მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა არ მინდოდა. ვაღიარებ ყველაფერს”, - განაცხადა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ სხდომაზე.

შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში 15 მარტს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გიორგი ახალაია დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებულ ლუკა შენგელიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა