Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვენესუელისგან ნავთობის შემსყიდველ სახელმწიფოებს აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს

ნახვები: 478 ვენესუელისგან ნავთობის შემსყიდველ სახელმწიფოებს აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს

სახელმწიფოებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ე.წ. მეორად ტარიფს დააწესებს, მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ვენესუელამ აშშ-ში მიზანმიმართულად და მოტყუებით გაგზავნა ათიათასობით კრიმინალი, რომელთა უმეტესობა მკვლელია. ამასთან, ვენესუელა აშშ-ს და იმ თავისუფლებების მიმართ, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, მტრულად არის განწყობილი. ამიტომ, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ან გაზს ყიდულობს, იძულებული გახდება 25%-იანი ტარიფი გადაუხადოს აშშ-ს, ჩვენს ქვეყანასთან ნებისმიერი სახის ვაჭრობისას“, - წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, ვენესუელას წინააღმდეგ ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა