უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება - ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს

ნახვები: 491 პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება - ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს

სამი პოლიტიკური პარტია - კოალიცია „ცვლილებებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველო” ელენე ხოშტარიას საქმესთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს“.

„პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა რეჟიმის სასჯელის იარაღად - ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა.

როდესაც საზოგადოებამ ივანიშვილის ამ საშინელ ქმედებას მწვავედ უპასუხა, რეჟიმმა შეთითხნა ახალი სიბინძურე ელენეს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი შიშში ცხოვრობს და ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ყველანაირ უღირს მეთოდს იყენებს.

სრული სოლიდარობა ელენეს!

ელენე თავისუფალია!

რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას!"- ნათქვამია სამი პოლიტიკური პარტიის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა