უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

თინა ბოკუჩავას - მარია ზახაროვას პასუხი ამყარებს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიხეილ ყაველაშვილს კრემლისგან მოწვევა ნამდვილად აქვს მიღებული

ნახვები: 515 თინა ბოკუჩავას - მარია ზახაროვას პასუხი ამყარებს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიხეილ ყაველაშვილს კრემლისგან მოწვევა ნამდვილად აქვს მიღებული

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის და კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, მარია ზახაროვას განცხადება ამყარებს საფუძველს ვარაუდის, რომ მიხეილ ყაველაშვილს კრემლისგან მიწვევა ნამდვილად აქვს მიღებული. ამის შესახებ ბოკუჩავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის განზრახვას რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი და კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა, რომელმაც ოფიციალურ განცხადებაში დასმულ კითხვაზე, არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია. აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისაუბრებს. ფაქტი ამყარებს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მოწვევა მიხეილ ყაველაშვილს კრემლისგან ნამდვილად აქვს მიღებული. მაშინ, როდესაც ივანიშვილი სწორედ პუტინის მეთოდებით არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი სწორედ პუტინის მეთოდებით ებრძვის დემოკრატიულ, პროდასავლურ ოპოზიციას და აკრძალვით ემუქრება, მაშინ, როდესაც სწორედ პუტინის მეთოდებით აწამებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ მომიტინგეებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, მაშინ, როდესაც პუტინის დაკვეთით და პუტინის საამებლად მეოთხე წელია პატიმრობაში იმყოფება პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. რაც მთავარია და ყველაზე მტკივნეული საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის, სწორედ პუტინის დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი, ჯალათი წულუკიანის ხელით ცდილობს გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია რუსული ვერსიით და პუტინის სახელით გაასამართლოს ქართული სახელმწიფო, ქართული ჯარი და სარდლობა. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად, ახლა უკვე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოწვევა არალეგიტიმურ, დე-ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიღებული აქვს. ღალატის ქრონიკის კულმინაციად, რომელსაც გასული კვირების მანძილზე ვუყურებდით „ღალატის კომისიაში“ სწორედ წითელ მოედანზე, ყაველაშვილის პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმის ჩაბარება იგეგმება“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა