კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ჰელსინკის კომისია“ - შეშფოთებული ვართ ცნობებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, ჩააბაროს ანაკლიის პორტი ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს

ნახვები: 477 „ჰელსინკის კომისია“ - შეშფოთებული ვართ ცნობებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, ჩააბაროს ანაკლიის პორტი ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს

„ჰელსინკის კომისია“ შეშფოთებას გამთქვამს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ჩააბაროს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს“.

განცხადებაში „ჰელსინკის კომისია“ მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას და რომ ამ გარიგებით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას.

“შეშფოთებული ვართ ცნობებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩააბაროს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს. ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერებს, მათ შორის “ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანიას” აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისთვისა და დესტაბილიზაციისთვის გამოყენებისა, და ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულებას გაღრმავების ისტორია.

რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას. ამ გარიგების წინ წასვლით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და შესაძლებლობას, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეაფასოს წინადადებები თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ გასავითარებლად”, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან: კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია), თანათავმჯდომარე ჯო უილსონი (კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტია), შელდონ უაითჰაუსი (სენატორი, დემოკრატიული პარტია), სტივ კოენი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია), მარკ უიზი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია) და ჯონ კორნინი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა