კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპს გარემოცვა ურჩევს, არ დაურეკოს პუტინს, სანამ ის ცეცხლს არ შეწყვეტს

ნახვები: 463 დონალდ ტრამპს გარემოცვა ურჩევს, არ დაურეკოს პუტინს, სანამ ის ცეცხლს არ შეწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახლო გარემოცვა ურჩევს, არ დარეკოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მანამ, სანამ ის ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება, - ინფორმაციას NBC News-ი ტრამპის ადმინისტრაციის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, ტრამპს ურჩიეს, რომ სატელეფონო ზარი არ არის კარგი იდეა, თუ პუტინი არ გადასცემს თეთრ სახლს, რომ იგი თანახმაა რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ამ კვირაში პუტინთან საუბარს აპირებდა. ტრამპსა და პუტინს წინა სატელეფონო საუბარი 18 მარტს ჰქონდათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა