Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,530 in past day
President appoints new heads of regional state and military administrations
Russian forces attack Kharkiv with cluster munitions, at least 26 people injured
Ukraine, US sign memorandum on economic partnership agreement – Svyrydenko
Ukrainian forces targeted nearly 5,000 enemy artillery systems since year-start – Syrskyi
Russia continues building anti-drone corridors, camouflaging them with nets – Demchenko
Russian occupiers in Crimea step up patrols to detect guerrillas
Trump awaiting Russia’s response this week on ceasefire proposal

ნინო ლომჯარია - გავაკეთე მაქსიმუმი და ჩემი ჩართულობით იქნებ მეტი ადამიანიც გადაურჩა თქვენი ხელით თვალების დათხრას

16.04.2025 ნახვები: 274

20 ივნისს წულუკიანისგან, კობახიძისგან განსხვავებით, მე ვიდექი ხალხთან და მათი ჩამოყვანილი კომუნისტი რუსი გავრილოვის გამო ხალხის დასახიჩრებისგან გადარჩენას ვცდილობდი, - ამის შესახებ "საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს.

ლომჯარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ის რუსთაველის გამზირზე იყო, როდესაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.

ნინო ლომჯარია განმარტავს, რა მიზნით მივიდა პარლამენტში.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს იყენებდა, გადაწყვიტა პარლამენტის შენობაში შესულიყო და პასუხისმგებელი პირებისთვის მიეწოდებინა რუსთაველის გამზირზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია.

„რუსული პროპაგანდის ქართულ ბიუროებს 6 წლის მერე „აღმოუჩენიათ“, რომ სახალხო დამცველს ანგარიში აქვს დაწერილი 20 ივნისზე, სადაც პასუხია ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს. რადგან ასე ძალიან ჩამორჩით მოვლენებს და აქამდე თურმე ჭურში ისხედით, არ დაგზარდებით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

20 ივნისის ღამეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში რუსი დეპუტატი იჯდა, კობახიძე ბაქოში იყო გაქცეული, წულუკიანი სტამბოლის აეროპორტიდან გვაკვირდებოდა და ზოგიც ჩირგვებში იჯდა და საქართველოს ღირსებას მხოლოდ ქართველი ხალხი იცავდა, რასაკვირველია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივედი: იქ ვიყავი, როდესაც დარბევა დაიწყო; მოვუსმინე პრემიერის განცხადებას, რომ ტყვიებს არ იყენებდნენ; იქ ვიდექი, როდესაც მოქალაქეებს სასწრაფოებთან გამოჰყავდათ დასისხლიანებული ქალები და კაცები;

ვნახე ჭრილობები, რომლებმაც გააჩინა ეჭვი, რომ მსგავსი დაზიანებები არ შეიძლება ყოფილიყო მიყენებული მხოლოდ გაზის კაფსულის გასროლით; გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყენებდნენ რეზინის ტყვიებს; ამაზე ხელისუფლების მხრიდან იყო სრული დუმილი, არავინ გამოდიოდა ხალხთან კომუნიკაციაზე; იზრდებოდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის საფრთხე, აქციის მონაწილეების მიმართ მძიმე და გამოუსწორებელი ზიანის მიყენების მასშტაბი.

საჭირო იყო სწრაფად მოქმედება, მივიღე გადაწყვეტილება პარლამენტში პასუხისმგებელი პირებისთვის მიმეწოდებინა ადგილზე არსებული მძიმე და უკონტროლო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია და მომეთხოვა ძალის არაპროპორციული გამოყენების შეწყვეტა. პარლამენტის შენობაში დამხვდა პრემიერი ბახტაძე, შს მინისტრი, „ოცნების“ დეპუტატები; ვესაუბრე ყველას, ვისთანაც კი მომეცა ამის შესაძლებლობა, ვუთხარი, რა ხდებოდა გარეთ, რომ ტყვიებს იყენებდნენ, რომ ხალხი სახიჩრდებოდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეეწყვიტათ ძალის არაპროპორციული გამოყენება და ვინმეს აეღო პასუხისმგებლობა ხალხთან კომუნიკაციაზე;

მაშინ, როდესაც ვცდილობდი გარეთ მყოფი ხალხის გადარჩენას, სოზარ სუბარი ჩუმად იყო და დუმილი მხოლოდ, მაშინ დაარღვია, როდესაც ომბუდსმენის აპარატში ახლობლის დასაქმება მთხოვა, რაზეც ჩემგან საკადრისი პასუხი მიიღო.

20 ივნისთან დაკავშირებით ომბუდსმენმა შექმნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, ჩვენ შევისწავლეთ საქმის მასალები, მოვინახულეთ 100-ზე მეტი დაკავებული, დაზარალებულები, დავადგინეთ გამოძიების არაეფექტურობა, გავეცით კონკრეტული პირების მიმართ სს პასუხისმგებლობის დაყენების, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რეკომენდაციები.

ეს ანგარიში არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც 20 ივნისთან არსებობს, მაგრამ:

- არცერთ „ოცნების“ დეპუტატს, მათ შორის მათ, ვინც ახლა წულუკიანის კომისიაში ზის, არ დაუსვამთ არცერთი შეკითხვა ჩემთვის აღნიშნულ ანგარიშებთან დაკავშირებით;

- არცერთ დეპუტატს არ დაუსვამს კითხვები მთავარი პროკურორისთვის, ან შს მინისტრისთვის ამ ანგარიშზე დაყრდნობით. წულუკიანს, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო და სტრასბურგში მოპასუხე მხარე, არასდროს უკითხავს ჩემთვის, რა ვნახეთ, რა მოვიკვლიეთ, რა დავადგინეთ. არცერთ მათგანს არ მოუნახულებია დაზარალებულები, დაკავებულები;

20 ივნისს წულუკიანისგან, კობახიძისგან განსხვავებით, მე ვიდექი ხალხთან და მათი ჩამოყვანილი კომუნისტი რუსი გავრილოვის გამო ხალხის დასახიჩრებისგან გადარჩენას ვცდილობდი.

უფრო მეტიც, ნოემბერ-დეკემბრის თვეში, 10 დღე რომ აქციის მონაწილეებს პოლიციის ფურგონებში აწამებდნენ, იქაც მივიდოდი და დავდგებოდი, ხარებასთანაც შევიდოდი, გომელაურთანაც და კობახიძესთანაც მოქალაქეების წამება რომ მემხილებინა და შემეჩერებინა. მე ასე ვხედავ სახალხო დამცველის მანდატს.

„ქოცებს“ კი უნდათ ისეთი სახალხო დამცველი ვყოფილიყავი, ტელევიზორიდან რომ უყურებდა დარბევას და მერე ექვსი თვის თავზე ანგარიშს გამოდებდა საიტზე. მაგრამ, მე ასე არ ვმუშაობდი. გავაკეთე მაქსიმუმი და ჩემი ჩართულობით იქნებ მეტი ადამიანიც გადაურჩა თქვენი ხელით თვალების დათხრას, ან დაკავების დროს ცემას და პატიმრობას“, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა