უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

სალომე სამადაშვილი - ამ ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა და ამას ჩვენ მხოლოდ გაზრდილი წინააღმდეგობით უნდა ვუპასუხოთ

ნახვები: 554 სალომე სამადაშვილი - ამ ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა და ამას ჩვენ მხოლოდ გაზრდილი წინააღმდეგობით უნდა ვუპასუხოთ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტების და ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებში განხორციელებული ჩხრეკების მიზანი, პროტესტის და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობაა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებს საზოგადოებამ გაზრდილი წინააღმდეგობით უნდა უპასუხოს.

„დღეს, „ლელო - ძლიერი საქართველოს” სახელით მსურს გამოვეხმაურო იმ მცდელობას, რომ ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ტერორის კამპანია აწარმოონ, რომელსაც ადგილი დღეს დილას ჰქონდა, როდესაც ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და რუსეთის სპეცსამსახურების მეთოდოლოგიით, რეჟიმი სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში შეიჭრა. პირველ რიგში, გვსურს, ყველას გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვუთხრათ, რომ მათ გვერდით იდგება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ისევე როგორც ამ ქვეყანაში [მცხოვრები] თითოეული მოქალაქე, რომლისთვისაც საქართველოს გადარჩენა მნიშვნელოვანია, იმ მომავლისგან, რომელსაც ჩვენ დღეს რუსეთი გვიმზადებს და რომლის ამოცანა დღეს არის ორი: საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა და განადგურება, როდესაც ქვეყანას მართავს პირდაპირ რუსეთიდან ადმინისტრირებული პოლიტიკური ძალა, წინააღმდეგობის ხაზი დღეს სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე და საზოგადოებრივ პროტესტზე გადის, რომელსაც ჩვენი საზოგადოება, უკვე მრავალი თვეა, წარმატებით ახორციელებს. ამ ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ მხოლოდ გაზრდილი წინააღმდეგობით. ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაუქმება და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევა არ მოხდება. იმიტომ, რომ სწორედ ეს არის მეორე ამოცანა, რომელსაც დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანაში განახორციელოს.

მაშინ, როდესაც დასავლეთიდან განცხადებები გვესმის, რომ მათ არ აქვთ სურვილი ქართველ ხალხს წაართვან უვიზო მიმოსვლის შანსი, წაართვან თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება რუსეთის დავალებით ყოველ დღე ახალ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ ეს პროცესი შეუქცევადი აქციოს, რასაც საქართველოს საბოლოო ჩახსნა ევროპული სივრციდან ჰქვია. იმიტომ, რომ ცხადია, აქტივისტების, ფონდების დატერორება, რეპრესიები, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო აქტუალური გახდება ისეთი საკითხები, როგორიც მაგალითად არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ევროკავშირთან ყველა თანამშრომლობის ფორმატის გაუქმება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა