კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - რუსეთს უკრაინის მხოლოდ ნაწილი არ სურს, მას მთელი უკრაინა სურს

ნახვები: 490 დონალდ ტრამპი - რუსეთს უკრაინის მხოლოდ ნაწილი არ სურს, მას მთელი უკრაინა სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, რისი დათმობაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთს მოუწევს, მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა.

„რუსეთს მოუწევს მთელი უკრაინის დათმობა, რადგან ეს არის ის, რაც მათ სურთ. მე რომ არ ჩავრეულიყავი, ისინი ახლა მთელი უკრაინისთვის იბრძოლებდნენ. რუსეთს არ სურს მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ახლა აქვს, რუსეთს მთელი უკრაინა სურს და მე რომ არა, ისინი გააგრძელებდნენ ბრძოლას”, - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა მას არაერთხელ სთხოვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა, რადგან ის მათ ზარებს არ პასუხობს.

„იცით, ევროკავშირის ლიდერებმა რამდენჯერ მთხოვეს პუტინთან დარეკვა? იმიტომ, რომ ის მათ ზარს არ პასუხობს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა