ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

მოკლულია 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 200-ზე მეტი ტყვედაა აყვანილი

ნახვები: 340 მოკლულია 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 200-ზე მეტი ტყვედაა აყვანილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინაში ომის მესამე დღის ბოლოს ჯამში მოკლულია 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 200-ზე მეტი კი ტყვედ არის აყვანილი.

მათი ცნობით, უკრაინელებმა შეტაკებებისას ჩამოაგდეს 16 რუსული თვითმფრინავი, 18 ვერტმფრენი, გაანადგურეს 102 ტანკი, 20-ზე მეტი სამხედრო მანქანა და 540 სხვადასხვა ტიპის ბრონირებული მანქანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყება, რომ საოკუპაციო ძალების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდა ჯარისკაცები არიან, ვინც წინა შეტაკებების შემდეგ სუსტადაა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპანტების მთავარი ტაქტიკა პატარა ქალაქებისა და სოფლების დაკავებაა. შეიარაღებული ძალების, ეროვნული დაცვისა და ადგილობრივების წინააღმდეგობის დამსახურებით კი ისინი დიდი ქალაქების დაკავებას ვერ ახერხებენ.

მათი თქმით, მტრის მთავარ მიზნად კიევის აღება რჩება, თუმცა ისინი წარმატებას ვერ აღწევენ. რუსული ძალები მუდმივად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს და თავს ესხმიან მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ობიექტებს.

„მტრის მთავარი მიზანი უკრაინის დედაქალაქის, კიევის ბლოკადაა. ეს განუხორციელებლად რჩება. მტერი მიმართავს საბოტაჟსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ისინი არ იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კანონებს, მტერმა დააზიანა ნავთობის ბაზა ვასილკოვში და გაანადგურა გაზსადენი ხარკოვში. ოკუპანტები აგრძელებენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების დაზიანებას." - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა