Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისის ანგარიში წარადგინეს

ნახვები: 448 სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისის ანგარიში წარადგინეს

სამოქალაქო საზოგადოების 11-მა ორგანიზაციამ წარმოადგინა დოკუმენტირების ანგარიში — „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“. ანგარიში ასახავს 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში პროტესტის ჩახშობის მიზნით განხორციელებულ მძიმე და სისტემურ დარღვევებს.

ანგარიში ეფუძნება საჯარო წყაროებსა და ინტერვიუებს ძალადობის მსხვერპლებთან. ინტერვიუ ჩატარდა 117 პირთან, რომელთაგან 91 მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე. დოკუმენტში აღწერილია წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემური ხასიათი.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ დევნას. მხოლოდ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 108 ძალადობის ფაქტია დოკუმენტირებული.

დოკუმენტი ასახავს პროტესტის დასაშლელად ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ბერკეტების გამოყენებასაც. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრება სისხლისსამართლებრივი დევნა პროტესტთან კავშირის გამო.

ანგარიშში საუბარია იძულებით გაუჩინარებაზე, პირადი სივრცის უკანონო ჩხრეკებზე, საჯარო სექტორიდან დისკრიმინაციულ გათავისუფლებებზე და რეპრესიულ საკანონმდებლო ინიციატივებზე.

სამოქალაქო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება — მათ შორის, სასამართლო და აღმასრულებელი სტრუქტურები — მონაწილეობენ ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებში და ხელი უწყობენ დაუსჯელობის სინდრომს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა