ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სალომე სამადაშვილი IDU-ის რეზოლუციაზე - საქართველოსა და ქართველი ხალხის დახმარების ყველაზე კარგი გზა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფინანსური ინფრასტრუქტურის სანქცირებაა

ნახვები: 596 სალომე სამადაშვილი IDU-ის რეზოლუციაზე - საქართველოსა და ქართველი ხალხის დახმარების ყველაზე კარგი გზა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფინანსური ინფრასტრუქტურის სანქცირებაა

დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის დახმარების ყველაზე კარგი გზა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფინანსური ინფრასტრუქტურის სანქცირებაა - „საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა“ აშშ-სა და ევროკავშირს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა იმისათვის, რომ ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესდეს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, „საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის“ (IDU) მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, რეზოლუციაში, რომელშიც საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როგორც პერსონალურ, ისე მისი კომპანიების სანქცირებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი აქტი და მოწოდებაა ევროკავშირისთვისა და აშშ-სთვის, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების პროცესი დააჩქარონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, მორიგ ჯერზე, მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ - „საერთაშორისო დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო, რომ დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის დახმარების ყველაზე კარგი გზა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფინანსური ინფრასტრუქტურის სანქცირებაა და აშშ-სა და ევროკავშირს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა იმისათვის, რომ ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესდეს, მათ შორის, იმ ორგანიზაციებს, რომელსაც ის საქართველოში დემოკრატიის გასაუქმებლად იყენებს. ამ ორგანიზაციაში წარმოდგენილი არიან დემოკრატიული ქვეყნების მმართველი პოლიტიკური ძალები ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ განცხადებას საკუთარი ასახვა ექნება როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში სანქციების ამუშავების დაჩქარების თვალსაზრისით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე, სალომე სამადაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ალბანეთში ვიზიტიც შეაფასა. სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძეს, ვიზიტის ფარგლებში არანაირი ორმხრივი შეხვედრა არ ექნება.

„არცერთი მაღალი დონის ვიზიტი მოუმზადებლად არ იგეგმება, რადგან მაღალი დონის შეხვედრას ხელშესახები შედეგი უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ამ ფორუმზე არ ექნება იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, მას და ივანიშვილის რეჟიმს რა რეაქციაც აქვთ ყველა იმ გზავნილზე, რომელიც დასავლეთიდან ისმის. არ მგონია, ვინმემ თავი მოიტყუოს, რომ რაიმე პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა შეუძლია კობახიძესთან შეხვედრას. თუ ვინმე მას შეხვდება, ერთადერთი მიზეზით, რომ კიდევ ერთხელ განუცხადონ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების არანაირი გაუმჯობესება არ იქნება, სანამ ქვეყანაში დემოკრატიის გაუქმების მცდელობა იქნება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, ევროპული მხარეც გააკეთებს საკუთარ განცხადებებს, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე რა გავლენა ექნება ამ ფორუმში, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის ფორმალურ მონაწილეობას, თუ საჭიროდ ჩათვლიან“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა