კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ნახვები: 498 ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მისი დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს. უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა