4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

დიმიტრი მედვედევი - მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი, ვიმედოვნებ, ტრამპს ეს ესმის

ნახვები: 490 დიმიტრი მედვედევი - მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი, ვიმედოვნებ, ტრამპს ეს ესმის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა.

„რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს იმის შესახებ, რომ პუტინი „ცეცხლს ეთამაშება“ და რუსეთს „ძალიან ცუდი“ რაღაცები ემართება, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი. ვიმედოვნებ, ტრამპს ეს ესმის!“ – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლს ეთამაშება. „ვლადიმერ პუტინს არ ესმის, რომ მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, მე ვგულისხმობ, ძალიან ცუდი რამ. ის ცეცხლს ეთამაშება“, – წერს დონალდ ტრამპი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა