კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით ჯანდიერი - ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები - პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ

ნახვები: 501 დავით ჯანდიერი - ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები - პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, ბაჩიაშვილი კონკრეტულ სახელ და გვარს ასახელებს იმ პირებიდან, რომელიც იმ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, რომლითაც მისი საქართველოში ჩამოყვანა მოხდა.

აღნიშნულის შესახებ ჯანდიერმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ჯანდიერი კონკრეტულად არ პასუხობს, არის თუ არა აღნიშნული პირი პოლიციის ან რომელიმე უწყების მაღალჩინოსანი.

"ჩვენ დღეს შესაძლებლობა გვქონდა, დეტალურად გვესაუბრა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მის განცხადებას და საქართველოში გადმოყვანას უკავშირდება. აქამდე სხვა საკითხებით ვიყავით დაკავებული და სხვა ზოგადი ინფორმაცია გვქონდა, დღეს იყო პირველი შეხვედრა, როცა ჩემთვის ცნობილი გახდა ფაქტობრივად, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია. ჩვენ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ, საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია, მრავალმხრივი საგამოძიებო მოქმედება იქნება ჩასატარებელი, თუმცა,

იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გიორგის მიერ იქნა მოწოდებული, დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინფორმაცია დადასტურებადია , თუ შესაბამისი სურვილი იქნება. გიორგის სურვილი აქვს, სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას", - განაცხადა ჯანდიერმა.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილის მიერ გაჟღერებული სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულს შეიცავს.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც მის გადმოყვანას უკავშირდება, აბსოლუტურად გასული იყო სამართლებრივი სივრციდან, მისი "დაკავება" კანონიერი არ იყო. მეორეს მხრივ, მოვლენებს, რომელთაც საუბარში აღწერს, რთულია კვალიფიკაცია მისცე, რადგან ერთ კონკრეტულ დანაშაულზე არაა საუბარი, საუბარია დანაშაულთა წყებაზე, ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა ერთი კონკრეტული ადამიანი, საუბარია ადამიანთა ჯგუფზე, საკმაოდ რთულ და მძიმე მოვლენებზე.

მისი ტრანსპორტირება "აირზენას" მეშვეობით მოხდა, ამ ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. თავს შევიკავებ ვთქვა, მაგრამ ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები", - აცხადებს ჯანდიერი.

კითხვაზე, ბორტზე მყოფი პირები არიან თუ არა სამართალდამცავები, ჯანდიერი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

"არიან ადამიანები, რომელთაც ის არ იცნობს, მაგრამ შეუძლია ამოცნობა და არის ვისი სახელი და გვარიც იცის. ვერ ვიტყვით, რომ პოლიცია, თუმცა, სხვადასხვა უწყება არსებობს",- აცხადებს ჯანდიერი.

კითხვაზე, პირი, რომელიც მან სახელი და გვარით იცის, არის თუ არა რომელიმე უწყების მაღალჩინოსანი, ადვოკატი არ პასუხობს.

"თავს შევიკავებ ამ კონკრეტული დეტალის გამჟღავნებისგან, თუმცა, მან ეს ინფორმაცია კონკრეტული პირის მითითებით გვითხრა",- განაცხადა ჯანდიერმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.

ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა