Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

ადვოკატები ბაჩიაშვილის "მოტაცების" გამოძიებას ითხოვენ

ნახვები: 461 ადვოკატები ბაჩიაშვილის "მოტაცების" გამოძიებას ითხოვენ

ადვოკატები „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნით ადვოკატები გენერალურ პროკურატურას დღეს, ელექტრონული წესით მიმართავენ.

საქმე ეხება ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ის „მოიტაცეს“.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მათ გლდანის მე-8 დაწესებულებაში, ბაჩიაშვილთან საბოლოო დეტალები გაიარეს.

„სამუშაო შეხვედრა გვქონდა, საბოლოოდ დავაზუსტეთ განცხადების შინაარსი, რომლითაც პროკურატურას ონლაინ დღესვე მივამართავთ, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირდება. ფაქტებთან ერთად მოთხოვნა გვექნება, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩატარდეს. მათ შორის, ეს იქნება გარკვეული ტიპის ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნა - სარადარო ინფორმაცია, სადისპეჩერო ჩანაწერები, ასევე აეროპორტისა და ბორტის ვიდეოკამერების ჩანაწერები“, - განაცხადა ჯანდიერმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ“ დააკავეს. თავად დაკავებულმა კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, ბანდიტურ გზას მიმართეს და საქართველოში მოტაცებით ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის 24 მაისს გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და თვითმფრინავში „ჩატენეს“.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა