Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

„ქართულმა ოცნებამ“ „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და "მთავარ არხს" კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა

ნახვები: 468 „ქართულმა ოცნებამ“ „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და "მთავარ არხს" კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა

„ტვ პირველის“, „ფორმულასა“ და "მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება".

ტელეკომპანიის ცნობით, მათგან ითხოვენ, "მაუწყებლობის შესახებ" კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს „ფორმულას“ და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.

„საჩივარში, რომელიც ტელევიზია "ფორმულამ" დღეს მიიღო, მოცმულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც "ქართული ოცნების" რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და დაადგინოს, დაარღვია თუ არა "ფორმულამ" კანონი.

"საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები.

მოცემულია ტერმინები: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო". „ქართული ოცნება“ „ფორმულას“ ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩივის", - ნათქვამია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მათაც უჩივის. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში შეიტანეს.

ნოდარ მელაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მოითხოვს, რომ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებმა და წამყვანებმა აღარ გააჟღერონ ისეთი ტერმინები, როგორიცაა - "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ.. ასევე, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, „ქართლი ოცნება“ მარეგულირებელში უჩივის ირაკლი კობახიძის სახელით.

მოგვიანებით, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა "მთავარმა არხმაც", რომლის მაუწყებლობაც ამ დროისთვის გათიშულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა