კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2024 წელს გაკეთდება-მაჭარაშვილი

ნახვები: 449 ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2024 წელს გაკეთდება-მაჭარაშვილი

თანმიმდევრულად მივყვებით იმ გადაწყვეტილებებს, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს მიღებული, ეს არის ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის გაკეთება და სწორედ ამისთვის ემზადება ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დაჩქარებულ პროცესებს, ბევრი ახსნა არ არის საჭირო, თუ რატომ ხდება ეს.

„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ უკვე თავსებადი იყოს განაცხადის გაკეთება. რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დაჩქარებულ პროცესებს, მგონი, აქ ბევრი ახსნა არ არის საჭირო, ეს რატომ ხდება. მთელი მსოფლიო მობილიზებულია, რომ უკრაინას დახმარება აღმოუჩინოს ყველა კუთხით. აქედან გამომდინარე, მარტივად ასახსნელია, თუ რატომ შეიძლება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი დაჩქარდეს. რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ამ ნარატივზე დაჯდომას საქმეს მიხედოს, რომელიც ბევრია. სჯობს, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთხელ მაინც რაღაც ნაბიჯები გადადგან და მათგან გავიგონოთ სიტყვა სახელმწიფო ინტერესებზე და მხოლოდ ორიენტირებული არ იყვნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენი მიზანი განაცხადის გაკეთება არ არის, ჩვენი ამოცანაა, განაცხადის გაკეთების შემდეგ პარტნიორებმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა