კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კალიფორნიის გუბერნატორი - დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა

ნახვები: 439 კალიფორნიის გუბერნატორი - დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა

დემოკრატია ჩვენს თვალწინ თავდასხმის ქვეშაა, ეს მომენტი, რომლის შიშიც გვქონდა, დადგა, - ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომელმაც კალიფორნიის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„აღარ არსებობს არანაირი კონტროლი და ბალანსი.კონგრესი არსად არის. სპიკერმა ჯონსონმა სრულად უარი თქვა ამ პასუხისმგებლობაზე“, - აღნიშნა გუბერნატომა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია, თუმცა გააფრთხილა: „თუ პირველი შესწორებით მინიჭებულ უფლებებს იყენებთ, გთხოვთ, ეს მშვიდობიანად გააკეთოთ“.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას - 40, ორშაბათს - 114, სამშაბათს კი - 197. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა