Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

საქართველოს 7-ქალა ევროპული რაგბის ელიტაში - რაგბი ევროპის ჩემპიონატი იწყება

ნახვები: 424 საქართველოს 7-ქალა ევროპული რაგბის ელიტაში - რაგბი ევროპის ჩემპიონატი იწყება

 

მოახლოვდა საქართველოს 7-ქალასთვის და ქართული რაგბისთვის ისტორიული დღეები. 13-15 ივნისს, ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

ჯაბა მალაღურაძემ და მისმა გუნდმა, ელიტაში ყოფნის შესაძლებლობა მძიმე და დაუღალავი შრომით მოიპოვეს. იმედია, საქართველოს 7-ქალა ნაკრები, რაგბის ევროპულ ელიტაში თავს მალე დაიმკვიდრებს.

რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე, რომელიც მაკარსკაში (ხორვატია) გაიმართება, საქართველოს 7-ქალა ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში იქნებიან საფრანგეთი, ჩეხეთი და ირლანდია.

13 ივნისს, საქართველოს ნაკრები მაკარსკაში ორ შეხვედრას გამართავს:
საფრანგეთი Vs საქართველო (14:20 თბილისის დროით)
ჩეხეთი Vs საქართველო (20:30 თბილისის დროით)

14 ივნისს კი, ტურნირზე გამოსვლას ირლანდიასთან მატჩით (12:00 თბილისის დროით) დაასრულებს.

ჯაბა მალაღურაძის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი გერმანიასა და საფრანგეთში გაიარა; ბონში 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა; ხოლო საფრანგეთში, ქალაქ ტურის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის, ჩვენი 7-ქალას შემადგენლობა ასეთია:

სალომე მაკასარაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, ანა პოღოსიანი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, კირა დანელია, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანა ხაბულიანი, ანასტასია ახვლედიანი, ანნა რურუა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება - ხორვატიასა და გერმანიაში.

თიბისი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს და საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებას. წარმატებას ვუსურვებთ მათ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე  და ვამაყობთ თითეული მათგანით, რადგან 7-ქალა ნაკრების მოთამაშეებმა უკვე გვაჩვენეს, რა ძალა, მოტივაცია და მიზანმიმართულობაა მათში;  რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა და სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს.

#ერთადგავიმარჯვებთ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა