კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - ილონ მასკთან შერიგება შესაძლებელია

ნახვები: 483 დონალდ ტრამპი - ილონ მასკთან შერიგება შესაძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ილონ მასკთან შერიგებას არ გამორიცხავს.

„ძალიან გამიკვირდა, რომ ეს მოხდა. ის შესანიშნავი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. ვფიქრობ, ნანობს, რომ ეს თქვა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-თან ინტერვიუში.

მისი განცხადებით, მომხდარის გამო ილონ მასკს არ ადანაშაულებს, მაგრამ იმედგაცრუებულია.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მასსა და ილონ მასკს შორის ურთიერთობის აღდგენა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ეს „შეუძლია“.

„ვფიქრობ, რომ ეს შემიძლია, მაგრამ, პირველ რიგში, ქვეყანაში წესრიგი უნდა დავამყაროთ. ჩემი ფუნქცია ქვეყნის უმაღლეს დონეზე დაბრუნებაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დღეს ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს ნანობს.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გასულ კვირას გამოქვეყნებულ ზოგიერთ ჩემს პოსტს ვნანობ. ისინი მეტისმეტი იყო“, - დაწერა ილონ მასკმა X-ზე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ყოფილმა ხელმძღვანელმა, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ილონ მასკი დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი გააკრიტიკა.

სოციალურ ქსელებში მიმდინარე საჯარო დაპირისპირებისას ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, მათ შორის ბიზნესმენმა განაცხადა, რომ „მის გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა“.

მოგვიანებით, ილონ მასკმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“.

„დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა“, - დაწერა მასკმა X-ზე.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა