Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ევროპაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დეპუტინიზაციის გზით-კუბილიუსი

ნახვები: 363 ევროპაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დეპუტინიზაციის გზით-კუბილიუსი

"მინდა, პატივი მივაგო უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცების და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გმირობას. უკრაინელები იცავენ თავის თავს ომში, რომელიც კრემლის ნეო ნაცისტურმა რეჟიმმა დაიწყო.

პუტინი ნამდვილი ომის კრიმინალია. უკრაინელები იტანჯებიან, იმიტომ, რომ ჩვენ, დასავლეთი ამ დრომდე ძალიან სუსტები ვიყავით, შეგვეჩერებინა ომი თავიდანვე. უკრაინელები სისხლს ღვრიან და იბრძვიან, რათა გაერთიანდნენ ევროპასთან. ისინი ბევრ ჩვენგანზე დიდი ევროპელები არიან. სწორედ ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მივცეთ მათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი შევქმნათ დაჩქარებული პროცედურები უკრაინისთვის, რათა კავშირში გაწევრიანდნენ.

სპეციალური პროცედურები უკვე გამოვიყენეთ, როცა 1980 წელს აღმოსავლეთ გერმანია შემოუერთდა და ამას ერთ წელზე ნაკლები დასჭირდა.

მოდი, შევიმუშაოთ სპეციალური პროცედურა უკრაინის ევროპასთან რატიფიკაციისთის.

მას შემდეგ, რაც უკრაინას იარაღი მივაწოდეთ და საბანკო სანქციები დაწესდა, გვჭირდება შემდგომი ნაბიჯები.

პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ რუსული გაზის იმპორტი. ყოველდღე ჩვენ ვუხდით რუსეთს 100 ახალი ტანკისთვის, ეს იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინას შეუძლია, რომ გაანადგუროს ერთ დღეში.

მეორე: შევქმნათ მრავალმილიონიანი ფონდი უკრაინელებისთვის, რათა დავეხმაროთ ნგრევის შედეგების აღმოფხვრასა და თანამედროვე უკრაინის შექმნაში.

მესამე: დავაწესოთ საბანკო სანქციები ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ.

ევროპაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დეპუტინიზაციის შემთხვევაში. ბატონო პუტინ, შენ წაშალე ეს კრიმინალური ომი. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი გელოდება, რათა სამართალი აღსრულდეს",- თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა