რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

მადლობა, საქართველო-ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი

ნახვები: 402 მადლობა, საქართველო-ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი

ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, EBU-ს ვიცე-პრეზიდენტი პიტერ დვორაკი აცხადებს, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის დახმარება. ​ის მიმართვას ავრცელებს საქველმოქმედო მარათონთან დაკავშირებით - „ჩვენ უკრაინისთვის", რომელსაც საქართველოში პირველი არხი მართავს.

„საღამო მშვიდობისა, საქართველო! მოგესალმებით პრაღიდან. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ცდილობს, დაეხმაროს უკრაინელ ხალხს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა. ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ ახლა არის მომენტი, როცა ერთიანი უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ახლაა დრო, როცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ დაზარალებულებს, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ვინც იბრძვის სიცოცხლისთვის. მადლობა ყველას! დავრჩეთ ერთად!" - აცხადებს ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს - „ჩვენ უკრაინისთვის" გამართავს. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქცია მთელ ევროპაში, მარათონმა სტარტი ვარშავაში აიღო, დღეს თბილისსა და პრაღაში, შემდეგ ტალინსა და ბუქარესტში, ასევე მთელი ევროპის ყველა დედაქალაქში საქველმოქმედო მარათონები გაიმართება, მიზანი კი ერთია - უკრაინელი ხალხის დახმარება.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა