Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიორგი ბაჩიაშვილი - ჩემი მოტაცებიდან 3 კვირა გავიდა, ამ ხნის განმავლობაში არცერთი მოქმედება არ ჩატარებულა, არ ვარ დაზარალებულად ცნობილი და არც არავინ დაკითხულა

ნახვები: 475 გიორგი ბაჩიაშვილი - ჩემი მოტაცებიდან 3 კვირა გავიდა, ამ ხნის განმავლობაში არცერთი მოქმედება არ ჩატარებულა, არ ვარ დაზარალებულად ცნობილი და არც არავინ დაკითხულა

ჩემი მოტაცების შემდეგ გავიდა 3 კვირა. ამ ხნის განმავლობაში არცერთი მოქმედება არ ჩატარებულა. არ ვარ დაზარალებულად ცნობილი და არც არავინ დაკითხულა. მაინტერესებს, სასამართლომ რამე რეაგირება მოახდინა თუ არა? - ამ კითხვით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.

„1 კაცის ჩვენებაზე 11 წელი მაქვს მისჯილი. ჩემ საქმეზე დევს 2 უტყუარი მტკიცებულება. რა რეაგირება მოხდა და არის თუ არა მოსამართლისთვის რამე ცნობილი?“ - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ ბაჩიაშვილს ასე უპასუხა:

„ამ პროცესზე თქვენი არც ერთი უფლება არ დაირღვევა. ამაზე ვაგებ პასუხს. დღევანდელ პროცესზე , რაც მე მეხება, არის საზღვრის უკანონო კვეთა. რაც შეეხება სხვა საქმეებს, მოსამართლე პასუხს ვერ აგებს იმ საქმეზე, რომლის განხილვაც მას არ ეხება“, - განაცხადა ჯვებე ნაჭყებიამ.

თავის მხრივ, ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ სასამართლოს ვერ ენდობა.

„არ აქვს ჩემს არც ერთ პროცესში მონაწილეობას აზრი. როგორ უნდა ვენდო [სასამართლოს]?“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი, ამ წუთებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე იმართება.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა