კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ნახვები: 469 ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

„ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

ნიკა მელიამ ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა.

„სხვადასხვა დროს „ნაციონალური მოძრაობიდან" ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, მაგრამ, ბუნებრივია, იბადება კითხვა - როგორ ხდება, რომ ბევრი მიდის, წასულან დიდებიც, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კიარ სუსტდება, არამედ პირიქით, ძლიერდება და გაძლიერებულა, რა არის ამის მიზეზი? ამას აქვს მარტივი ახსნა, „ნაციონალური მოძრაობა"არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა" არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. ეს არ არის პერსონების მოძრაობა. „ნაციონალური მოძრაობა" არის მეტი, ვიდრე პარტია. ის, რაც 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ" და სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომას, ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა