თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მარკ რუტე - ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ნახვები: 527 მარკ რუტე - ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჰააგაში, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ უკრაინას მშვიდობისკენ სწრაფვაში მხარს ვუჭერთ. ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი გზავნილია ის, რომ უკრაინას ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის წელს გამოყოფილ 35 მილიონ ევროზე მეტით, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მოჰყვება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე მოკავშირეები უკრაინისთვის რეკორდულად მაღალი ოდენობის დახმარებას გამოყოფენ.

„ცხადია, ჩვენ ყველანი სამშვიდობო შეთანხმების ან ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე ვმუშაობთ და შემდეგ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი ის, რაც მას სჭირდება, რომ ვლადიმერ პუტინმა მომავალში ეს აღარ სცადოს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, ნატო-ს ჰააგის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

„მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენს უსაფრთხოებას ხელს უწყობს და ამ მიზნით, მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯების გაანგარიშებისას უკრაინის თავდაცვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიისთვის პირდაპირ შენატანებს განახორციელებენ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა