კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დასავლური სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზული ზეწოლას ქვეშაა-პესკოვი

ნახვები: 399 დასავლური სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზული ზეწოლას ქვეშაა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ ზეწოლას და დარტყმას განიცდის.

"არის უსაფრთხოების ზღვარი, არსებობს პოტენციალი, გვაქვს გეგმები. მიმდინარეობს ენერგიული მუშაობა, ფეხზე ვდგავართ". - თქვა მან.

პესკოვისვე შეფასებით, სანქციები გამოწვეულია "მტრული ხასიათის ქმედებებით, რომელთა მიზანია, შეირყეს მათი ეკონომიკა".

"ამ პირობებში ვიღებთ ზომებს, რომლებიც გვეხმარება რისკების მინიმიზაციაში და დაგვაზღვევს ეკონომიკური რყევისგან. ასეთ პირობებში აუცილებელია ვიმოქმედოთ მტკიცედ, გააზრებულად და ნათლად". - აცხადებს პესკოვი.

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა.

დაწესდა პერსონალური სანქციებიც ვლადიმირ პუტინის, სერგეი ლავროვის და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსნის მიმართ.

სანქციები:

შერჩეული რუსული ბანკები ითიშება SWIFT-ის სისტემიდან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას საერთაშორისო ბაზარზე და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.

დაწესდა შემზღუდავი ზომები, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო რეზერვებზე. ეს ნიშნავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ჩვენ გავყინავთ მათ ტრანზაქციებს. რუსული ბანკებისთვის შეუძლებელი გახდება, ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები.

აიკრძალა რუსული პროპაგანდისტული მედიები Russia Today და Sputnik.

ევროკავშირის ყველამ ქვეყანამ ჩაკეტა საჰაერო საზღვარი რუსული ავიაკომპანიებისთვის.
სანქციები დააწესეს კერძო კომპანიებმაც. მაგალითად, Google-მა დაბლოკა map-ი. Maersk-მა შეაჩერა გადაზიდვები. შეჩერდა Apple-ის პროდუქციის იმპორტი რუსეთში, ასევე, შეჩერდა ქვეყანაში დასავლური მანქანების შეტანა და სხვა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა